ძალაში შესვლის თარიღი: 21.03.2022
კომპანიის შესახებ
შპს „ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკს “ (შემდეგში ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსი) არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან (თურქეთიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან) საქართველოში.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ჩვენთვის. თქვენი პირადი მონაცემების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსი თქვენს პირად მონაცემებს.
მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, შეცვლას ან/და წაშლას. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს კომპანიის სერვისების გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა შენახვის ან გადაცემის ელექტრონული მეთოდი არ არის 100%-ით დაცული.
განმარტებები
”მომხმარებელი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსის მომსახურებას;
”დოკუმენტაცია” ნიშნავს მომხმარებლისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულ ყველა ინფორმაციას, იქნება ეს წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით;
”მხარეები” ნიშნავს კომპანიას, მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს;
”სერვისები” ნიშნავს იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რომლებსაც გთავაზობთ ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკს და ირჩევს მომხმარებელი.
რა არის ქუქი-ფაილები?
"ქუქი-ფაილები" არის პატარა ზომის ფაილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევინახოთ მომხმარებელთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია, როდესაც იგი ესტუმრება ჩვენს ვებ-გვერდს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებ-გვერდების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად და ისინი გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რამდენად ხშირად და რა რაოდენობის მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს ვებ-გვერდს, ასევე ხელს უწყობს ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
რატომ აგროვებს ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსი მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას?
ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლის პირად ინფორმაციას ჩვენი მომსახურების ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად.
პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ავსებს ონლაინ რეგისტრაციის ფორმას ან იყენებს ჩვენს ვებ-გვერდს. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაგროვოთ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისების ან პროდუქტების გაუმჯობესებისთვის.
რა მიზნებით იყენებს ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსი თქვენს პირად ინფორმაციას?
თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილით:
მომხმარებელთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა
რეგისტრაციის დროს ან ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსთან კომუნიკაციისას, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია. რეგისტრაციისთვის განკუთვნილ ველებში აკრძალულია სხვისი მონაცემების, აგრეთვე შეურაცხმყოფელი ფრაზის ან სიტყვის მითითება.
თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია, რომ მომხმარებლებმა არ გადასცენ პაროლი მესამე პირებს. სხვისი მოწყობილობების, მაგალითად, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ტაბლეტის და სხვათა გამოყენების შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ავტორიზაციისთვის განკუთვნილი მონაცემების შენახვა სხვადასხვა მოწყობილობაზე.
გადავცემთ თუ არა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს?
ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი მონაცემები კეთილსინდისიერად გადავცეთ მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედება საჭიროა შემდეგი მიზნების მისაღწევად:
ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ან შევცვალოთ ამ მონაცემთა პოლიტიკა ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ შესაძლო ცვლილებები. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. დროდადრო შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს სხვა ვებ-გვერდების ბმულები.
მესამე მხარის ვებ-გვერდზე სტუმრობით, თქვენ გადამისამართდებით იმ კონკრეტულ ვებ-გვერდზე. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსზე.
სხვა ვებ-გვერდებზე სტუმრობისას, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ და შეამოწმოთ ყველა თქვენ მიერ მონახულებული ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარეების ვებ-გვერდებისა თუ სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
საუკეთესო სურვილებით,
ოკ ინთერნეიშენალ ლოგისტიკსი