კითხვები პასუხები

რომელი ვარიანტის არჩევა უმჯობესია: საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გადაზიდვა?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადებში გსურთ ტვირთი მიღება. ნებისმიერი სახის მიწოდების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუმცა ფასები და მიტანის ვადები თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

რამდენი დრო სჭირდება ტვირთის გადაზიდვას?

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე მანძილსა და მარშრუტზე, ტვირთის წონასა და მოცულობაზე და ტვირთის მიმართ დამატებით მოთხოვნებზე.

მულტიმოდალური გადაზიდვები

ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ტვირთების საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვისათვის.

ლოგისტიკა

მასალების, ინფორმაციის და ადამიანური ნაკადების მართვა მათი ოპტიმიზაციის მიზნით (დანახარჯების მინიმიზაცია).

ტვირთების ექსპედირება

იმპორტიორებისა და ექსპორტიორების დახმარება მათი ტვირთების მიწოდებაში.

გადამზიდავი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს კონკრეტული ტვირთის გადაზიდვას სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ან ტრანსპორტის რამდენიმე სახით.

მანიფესტი

დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია მოცემულ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ტვირთების შესახებ.

რა ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ტვირთის შესახებ ტვირთის გადაზიდვის განსახორციელებლად:

თქვენ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მიერ არჩეული რეისის კატეგორიის შესახებ, შეფუთვის სია, ინფორმაცია ტვირთის მოცულობის, წონისა და ზომების, გადაზიდვის პირობების, გამგზავნისა და მიმღების შესახებ.

ზოგადი ტვირთი - (ინგლისურად "general cargo")

ეს არის ნებისმიერი ცალობრივი ტვირთი შეფუთვაში ან მის გარეშე, რომლის გადაზიდვაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებებით ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და თავად გადაზიდვისათვის სპეციალური პირობების ორგანიზების გარეშე.

საშიში ტვირთი (dangerous goods ან hazardous materials)

ეს არის ტვირთი. რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ან/და გარემოს, ასევე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება მისი გადაზიდვა. საშიში ტვირთები- ეს არის ტვირთების ის კატეგორია, რომლების ტრანსპორტირებაც ან აკრძალულია, ან მათი გადაზიდვისათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები ან უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. ეს ტვირთები ტრანსპორტირებისას საჭიროებენ სპეციალური დოკუმენტაციის შევსებასა და შეფუთვას.

მალფუჭებადი ტვირთი

მალფუჭებადს განეკუთვნება ტვირთები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში, ე.ი. სათანადო გაცივებისა და ოპტიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების გარეშე ადვილად ფუჭდებიან და ამიტომ საჭიროებენ ტრანსპორტირების განსაკუთრებულ პირობებს.

ტვირთგამგზავნი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით მოქმედებს საკუთარი ან საქონლის მფლობელის სახელით და მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.

ტვირთმიმღები

პირი, რომელსაც ტვირთგამგზავნის მითითებით უნდა გადაეცეს ტვირთი დანიშნულების პუნქტში. ის არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა, იძენს გარკვეულ უფლებებს და ეკისრება მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ტვირთგამგზავნის მიერ გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულებით.

ტვირთის გაბარიტები

ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები.

გაბარიტული ტვირთი

ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც არ აღემატება ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

არაგაბარიტული ტვირთი

ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც აღემატება ტრანსპორტირებისთვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შეუძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

ნეტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

აუცილებელია თუ არა ტვირთის შეფუთვა?

დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტირებას, რაც გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს. გზავნილის მოცულობითი წონა (გაბარიტული წონა) -ეს არის გამოთვლილი სიდიდე, რომელიც ასახავს ტვირთის სიმკვრივეს. როგორც წესი, ნაკლებად მკვრივი საგანი მეტ მოცულობით სივრცეს იკავებს, ვიდრე იმავე წონის მკვრივი საგანი. მოცულობითი წონა გამოითვლება და დარდება გზავნილის რეალურ წონასთან, რათა დადგინდეს რომელი მნიშვნელობა უფრო მეტია. უფრო დიდი მნიშვნელობა გამოიყენება გზავნილის ღირებულების გამოსათვლელად.

ტვირთების კონსოლიდაცია

ეს არის საწყობში საქონლის დახარისხებისა და დაგროვების, ერთი და იგივე მარშრუტით გასაგზავნი საქონლის შეკრებისა და ფორმირების პროცესი.

ETD

ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.

ETA

ტრანსპორტის ჩასვლის სავარაუდო დრო.

დამატებითი მოსაკრებლები ჩამოსვლის ადგილზე:

არსებობს შემდეგი სახის მოსაკრებლები: აეროპორტის, საწყობის, საბაჟო, სახელმწიფო და მიწოდების მოსაკრებლები.

გადახდის პროცესი

ყოველი გადაზიდვის შემდეგ ჩვენი კომპანიისგან იგზავნება ინვოისი, რომლის მიხედვითაც თქვენ გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადასახადო დავალებას.

იმ ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, რომლებსაც ესაჭიროებათ ტემპერატურული რეჟიმი

დიახ. იმ ტვირთების გადაზიდვა, რომლებსაც ესაჭიროებათ ტემპერატურული რეჟიმი, შესაძლებელია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ხაზებით.

ფორსმაჟორი

არის გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა (ომი, გაფიცვა, აჯანყება, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებისას ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებისგან. დაუძლეველი ძალის პირობები შეიძლება განისაზღვროს შეთანხმებით ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე.