ავტოგადაზიდვები

თანამედროვე მსოფლიო ლოგისტიკა და ვაჭრობა წარმოუდგენელია საერთაშორისო საგზაო საავტომობილო გადაზიდვების გარეშე. ეს არის მატერიალური ფასეულობების ტრანსპორტირების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, საიმედო, შედარებით იაფი და სწრაფი მეთოდი.

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მრავალი უპირატესობის გამო, რაც მას აქვს სხვა სახის მიწოდებებთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატეობები მოიცავს შემდეგს:

К наиболее значимым преимущества следует отнести: 

  • გადაზიდვის სიჩქარე. ამ ასპექტში, სატვირთო ტრანსპორტი მეორე ადგილზეა მხოლოდ თვითმფრინავების შემდეგ;
  • უნივერსალურობა. თანამედროვე სატვირთო მანქანები იძლევა თითქმის ნებისმიერი კატეგორიის ტვირთს გადაზიდვის საშუალებას: ტანსაცმლიდან საწვავამდე;
  • მაღალი მობილურობა. საავტომობილო ტრანსპორტს აქვს მანევრირების უდიდესი თავისუფლება, მარშრუტზე რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, სატვირთო მანქანას შეუძლია მარტივად გადააკეთოს მოგზაურობის გეგმა;
  • მიწოდების ფართო გეოგრაფია. საავტომობილო გზებს უფრო ვრცელი განშტოებები აქვთ, ვიდრე სარკინიგზო ტრანსპორტს, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითმფრინავებსა და გემებზე;
  • ვადების მიხედვით დაგეგმვა. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განხორციელება ყოველთვის ხდება დაგეგმილ ვადებში., რადგანაც რაიმე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ ოპერატიულად შეცვალოთ მარშრუტი ან გადატვირთოთ საქონელი სხვა ავტრომობილში.

საავტომობილო გადაზიდვები

არის ტვირთებისა და მგზავრების გადაყვანა სახმელეთო ტრანსპორტით ულიანდაგო გზებით.

ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის ღირებულება

საავტომობილო გადაზიდვის ფასი პირველ რიგში დამოკიდებულია საწვავის ღირებულებაზე. გარდა ამისა, ფასზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
• მარშრუტი. ამავე დროს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიგრძე, არამედ ფასიანი ავტობანების არსებობაც.
• დოკუმენტების გაფორმება. არ აქვს მნიშვნელობა ეს საერთაშორისო გადაზიდვა იქნება თუ საქონლის პორტიდან გადმოტანა, პირველ რიგში აუცილებელია ყველა სანებართვო დოკუმენტიების მომზადება.
• სატვირთო მანქანის ტიპი. მაცივარ-კონტეინერში მიწოდება ჩვეულებრივზე ძვირია.
• ტვირთის სახეობა. არაგაბარიტული, საშიში და მსხვრევადი ტვირთების გადაზიდვის ტარიფი ხშირად უფრო მაღალია.

საავტომობილო გადაზიდვის სახეები იყოფა შემდეგნაირად:

ტვირთის ზომისა და ტერიტორიის ნიშნის მიხედვით

საავტომობილო გადაზიდვის სახეები ტვირთის ზომის მიხედვით:

არაგაბარიტული. თუ ტვირთი იწონის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზე მეტს ერთი ტრანსპორტით ან ავტოკოლონით გადაზიდვისთვის, ან ზომებით აღემატება ერთ-ერთ პარამეტრს მაინც: სიგრძეში 20 მეტრს, სიმაღლეში 4 მეტრს და სიგანეში 2,55 მეტრს, მაშინ ის განეკუთვნება არაგაბარიტულ კატეგორიას, და საჭიროებს სპეციალურ გაფორმებასა და შეთანხმებას კომუნალურ სამსახურებთან მისი ქალაქში გატარებისას. ასევე, ასეთი ტვირთი საჭიროებს სავალდებულო თანხლებას.

მასიური. დიდი მოცულობის ერთგვაროვანი ტვირთების საავტომობილო გადაზიდვა. ამ ტიპის გადაზიდვები უფრო აქტუალურია სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, როდესაც ტვირთის რაოდენობა 40 ტონას აღემატება. დიდ-ტონაჟიანი ავტომატარებლის ფორმირება მიზანშეწონილი არ არის.
ჩვენი კომპანია დაკავებულია ყველა სახის საავტომობილო გადაზიდვებით. ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის ორგანიზება გავუკეთოთ ავტომატარებელს ან ნაკრებ გადაზიდვებს თქვენი მოთხოვნით.

საავტომობილო გადაზიდვების სახეები ტერიტორიული ნიშნის მიხედვით

ტექნოლოგიური (ერთი საწარმოს ტერიტორიაზე)
საქალაქო
საგარეუბნო (გადაზიდვა ხორციელდება ქალაქგარეთ, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ-ზე შორს ქალაქის საზღვარს გარეთ)
შიდარაიონული
რაიონებს შორის (გადაზიდვები ადმინისტრაციული და ეკონომიკური რაიონების ტერიტორიაზე ან ერთი ქვეყნის ფარგლებში მეზობელ რაონებს შორის)
საერთაშორისო

CMR

ეს არის საერთაშორისო საავტომობილო ზედნადები, რომელიც წარმოადგენს სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებს, გამოიყენება საერთაშორისო სატვირთო საავტოპმობილო გადაზიდვერბისას. ის გამოიყენება იმ ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ კონვენციას ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ. CMR არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტს.

წარმომავლობის სერტიფიკატი (ასევე საქონლის წარმომავლობის სერტიფიკატი)-ეს

არის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს საქონლის წარმომავლობის ქვეყანას. საქონლის წარმომავლობის ქვეყნაზე არის დამოკიდებული საბაჟო გადასახადი და სავაჭრო ხელშეკრულებებით შეღავათების მიღების შესაძლებლობა.

ტვირთის საბაჟო დეკლარაცია

ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ფორმდება სახელმწიფოს საბაჟო საზღვარზე გავლით საქონლის გადაადგილებისას (ექსპორტი, იმპორტი). ტვირთის საბაჟო დეკლარაციას აფორმებს ტვირთის გამანაწილებელი და ამოწმებს საბაჟო ინსპექტორი, რომელიც შემდგომში წარმოადგენს საზღვარზე გატარების საფუძველს. დეკლარაცია შეიცავს ინფორმაციას ტვირთისა და მისი საბაჟო ღირებულების, გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, გამგზავნისა და მიმღების შესახებ.

რა ინფორმაცია უნდა წარადგინოთ ტვირთის შესახებ ტვირთის გადაზიდვის განსახორციელებლად:

უნდა წარმოადგინოთ შეფუთვის ფურცელი, ტვირთის მოცულობა, წონა და ზომები, გადაზიდვის პირობები, ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ.

ზოგადი ტვირთი - (ინგლისურად "general cargo")

ეს არის ნებისმიერი ცალობრივი ტვირთი შეფუთვაში ან მის გარეშე, რომლის გადაზიდვაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებებით ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და თავად გადაზიდვისათვის სპეციალური პირობების ორგანიზების გარეშე.

საშიში ტვირთი (dangerous goods ან hazardous materials)

ეს არის ტვირთი. რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ან/და გარემოს, ასევე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება მისი გადაზიდვა. საშიში ტვირთები- ეს არის ტვირთების ის კატეგორია, რომლების ტრანსპორტირებაც ან აკრძალულია, ან მათი გადაზიდვისათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები ან უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. ეს ტვირთები ტრანსპორტირებისას საჭიროებენ სპეციალური დოკუმენტაციის შევსებასა და შეფუთვას.

მალფუჭებადი ტვირთი

მალფუჭებადს განეკუთვნება ტვირთები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში, ე.ი. სათანადო გაცივებისა და ოპტიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების გარეშე ადვილად ფუჭდებიან და ამიტომ საჭიროებენ ტრანსპორტირების განსაკუთრებულ პირობებს.

ტვირთგამგზავნი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით მოქმედებს საკუთარი ან საქონლის მფლობელის სახელით და მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.

ტვირთმიმღები

პირი, რომელსაც ტვირთგამგზავნის მითითებით უნდა გადაეცეს ტვირთი დანიშნულების პუნქტში. ის არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა, იძენს გარკვეულ უფლებებს და ეკისრება მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ტვირთგამგზავნის მიერ გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულებით.

ტვირთის გაბარიტები

ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები.

გაბარიტული ტვირთი

эეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც არ აღემატება ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

არაგაბარიტული ტვირთი -ეს

არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც აღემატება ტრანსპორტირებისთვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შეუძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

ნეტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

აუცილებელია თუ არა ტვირთის შეფუთვა?

დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტირებას, რაც გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს..
გზავნილის მოცულობითი წონა (გაბარიტული წონა) — ეს არის გამოთვლილი სიდიდე, რომელიც ასახავს ტვირთის სიმკვრივეს. როგორც წესი, ნაკლებად მკვრივი საგანი მეტ მოცულობით სივრცეს იკავებს, ვიდრე იმავე წონის მკვრივი საგანი. მოცულობითი წონა გამოითვლება და დარდება გზავნილის რეალურ წონასთან, რათა დადგინდეს რომელი მნიშვნელობა უფრო მეტია. უფრო დიდი მნიშვნელობა გამოიყენება გზავნილის ღირებულების გამოსათვლელად.

ტვირთების კონსოლიდაცია

ეს არის საწყობში საქონლის დახარისხებისა და დაგროვების, ერთი და იგივე მარშრუტით გასაგზავნი საქონლის შეკრებისა და ფორმირების პროცესი.

ETD

ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.

ETA 

ტრანსპორტის ჩასვლის სავარაუდო დრო.

გადახდის პროცესი

ყოველი გადაზიდვის შემდეგ ჩვენი კომპანიისგან იგზავნება ინვოისი, რომლის მიხედვითაც თქვენ გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადასახადო დავალებას.