თვითმფრინავით გაგზავნა იძლევა საშუალებას პრობლემების გარეშე მიაწოდოთ მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები:
კომპანია Oki Logistics-ის მდიდარი გამოცდილება, ფილიალების ფართო ქსელი და მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები უმსხვილეს ავიაკომპანიებთან დაგეხმარებათ აირჩიოთ ოპტიმალური გადაწყვეტა თქვენი ტვირთის საჰაერო გადაზისვისათვის
საჰაერო გადაზიდვის ღირებულება (ტარიფები) დღეს დამოკიდებულია ტვირთის წონაზე, გაბარიტებზე, ტვირთის მახასიათებლებზე, ტვირთის საფრთხის კლასზე, რეისის კატეგორიაზე (რეგულარული თუ ჩარტერული), ავიაკომპანიის არჩევანზე, ასევე დოკუმენტების გაფორმებისა და ტვირთის თანხლების დამატებით სერვისებზე. საჰაერო გადაზიდვის დროს მინიმალური ფასიანი წონაა 45 კგ. საჰაერო გადაზიდვის ღირებულება ასევე დამოკიდებულია არა მხოლოდ ტვირთის წონაზე, არამედ მის მოცულობაზეც (მოცულობითი წონა).
ავია- გადაზიდვები (საჰაერო გადაზიდვები)
ტრანსპორტირების მეთოდი საჰაერო ხომალდების საშუალებით
რა ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ტვირთის შესახებ ტვირთის გადაზიდვის განსახორციელებლად:
თქვენ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მიერ არჩეული რეისის კატეგორიის შესახებ, შეფუთვის სია, ინფორმაცია ტვირთის მოცულობის, წონისა და ზომების, გადაზიდვის პირობების, გამგზავნისა და მიმღების შესახებ.
რეისის კატეგორია
1. რეგულარული რეისები. ისინი მიემგზავრებიან გადამზიდავსა და აეროპორტს შორის დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით. ავიაკომპანიის რეიტინგიდან გამომდინარე, რეისები სიხშირე და ღირებულება განსხვავებულია.
2. ჩარტერები. თვითმფრინავი იჯავშნება გარკვეული თარიღებისა და დამკვეთების მიხედვით. გამგზავრების თარიღი შეირჩევა სატვირთო ადგილებზე საკმარისი რაოდენობის განაცხადების შეკრების შემდეგ.
ტვირთის ხასიათი
განისაზღვრება ტვირთის დანიშნულებით და დარგით, რომელსაც ის განეკუთვნება. შემუშავებულია ტვირთების სპეციალური კლასიფიკაცია.
კლასიფიკაცია:
ზოგადი და სპეციალური ტვირთები
ზოგადი ტვირთი - ეს არის ტვირთი, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ, დამატებით პირობებს მისი ტრანსპორტირებისთვის.
სპეციალური ტვირთი:
1. მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი. მძიმეწონიანი ტვირთი - ტვირთი, რომელიც ზომით და/ან ფორმით მოითხოვს სპეციალური დასატვირთი-გადმოსატვირთი აღჭურვილობის, დამატებითი შესაფუთი აღჭურვილობის გამოყენებას, აღემატება დასატვირთი ლიუკებისა და სამგზავრო გემების სატვირთო განყოფილებების გაბარიტულ ზომებს.
2. მალფუჭებადი (გადაუდებელი) ტვირთი. სპეციალური ტვირთი, რომლის მდგომარეობა ან ვარგისიანობა კონკრეტული მიზნისთვის შეიძლება გაუარესდეს ტემპერატურის, ტენიანობის არასასურველი ცვლილების ან მიწოდების შფერხების შედეგად. ტვირთის დასახელებებს შორის, რომლებიც განეკუთვნება მალფუჭებადს: - მცენარეული წარმოშობის პროდუქტები: ბოსტნეული და ხილი, კენკრა, ციტრუსოვანი ხილი; - ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: ცხოველებისა და ფრინველების ხორცი, გაცივებული და შებოლილი თევზი და ზღვის პროდუქტები, კვერცხი, მათ შორის საინკუბაციო კვერცხები, ხიზილალა; - გადამუშავებული პროდუქტები: ზეთი, ცხიმები, გაყინული ხილი და ბოსტნეული, ძეხვეული პროპდუქტები, კონსერვები, ხორცპროდუქტები, ყველი, რძის პროდუქტები; - ცოცხალი მცენარეები, ყვავილები, ნერგები, ბოლქვები, თესლი; - ცოცხალი თევზსაშენი მასალა: მარაგი: პატარა თევზები, ლიფსიტები, ცოცხალი ხიზილალა. - დაკონსერვებული სისხლი, ვაქცინები, შრატები, სამედიცინო და ბიოლოგიური პრეპარატები, ადამიანის ცოცხალი ორგანოები, გაყინული ემბრიონები.
3. ნოტიო (სველი) ტვირთი. სითხეების შემცველი სპეციალური ტვირთი (სახიფათო ტვირთად კლასიფიცირებული დასახელებების გარდა). ნოტიო ტვირთებს განეკუთვნება შემდეგი დასახელებების ტვირთი: სითხეები წყალგაუმტარ კონტეინერებში, სველი ყინულით შეფუთული საკვები პროდუქტები, ახალი, გაყინული ან გაცივებული ხორცი/თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, რომელსაც შეუძლია სითხის გამოყოფა, ცოცხალი ცხოველები.
4. ადამიანის ნეშტი.
5. ტვირთი უსიამოვნო სუნით (სუნიანი ტვირთი) სპეციალური ტვირთი, რომელიც მისი ძლიერი სუნის გამო მიიღება მხოლოდ წყალგაუმტარ კონტეინერში შეფუთული, რომ არ გამოუშვას არავითარი სუნი. „სუნიან“ ტვირთებს განეკუთვნება შემდეგი დასახელების ტვირთები: ახალი ტყავი, ეთერზეთები, ახალი ან დამარილებული შიგნეულობა (ნაწლავები).
6. ცოცხალი ცხოველები სპეციალური ტვირთი, რომლის გადაზიდვის წესები დადგენილია IATA 620 რეზოლუციის A დანართში: «Live Animals Regulation» „ცოცხალი ცხოველების რეგულაცია“ (ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირების წესები), რომელიც ძალაში შევიდა 1994 წლის ოქტომბრიდან. ცხოველების ალფავიტური სია შედის წესებში. ტერმინი "ცოცხალი ცხოველები" მოიცავს ცოცხალ ცხოველებს, ფრინველებს, ძუძუმწოვრებს, ქვეწარმავლებს, თევზებს, ამფიბიებს.
7. საშიში ტვირთები სპეციალური ტვირთები, რომლებიც წარმოადგენენ საგნებს ან ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ქონებას საჰაერო გადაზიდვისას. საქონლის საშიშროების კლასების ჩამონათვალი და მათი დასახელებები მოცემულია ICAO-ს „ტექნიკურ ინსტრუქციებში საშიში ტვირთის საჰაერო ტრანსპორტირებისას.
8. ხელოვნების საგნები და სამუზეუმო ექსპონატები.
სპეციალური ტვირთები, კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: კლასი 1 - ხეზე ფერწერა კლასი 2 - პერგამენტები ან ხელოვნების ნიმუშები ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის მასალისგან კლასი 3 - მინა, მინანქარი, კერამიკა, ჟანგვადი ლითონები. კლასი 4 - ქვის ქანდაკებები და ცალკეული ფრესკები კლასი 5 - ნაწილობრივ ჟანგვადი ლითონები კლასი 6 - ნახატები ტილოებზე კლასი 7 - მოზაიკა.9. ადამიანის სისხლი და ორგანოები
10. დიპლომატიური ტვირთი (ფოსტა)
11. ღირებული ტვირთები
საშიში ტვირთების კლასიფიკაცია:
1 კლასი - ფეთქებადი მასალები და საგნები;
კლასი 2 - შეკუმშული, თხევადი და წნევის ქვეშ გახსნილი აირები;
კლასი 3 - ადვილად აალებადი სითხეები;
4.1 კლასი - ადვილად აალებადი მყარი ნივთიერებები;
4.2 კლასი - თვითაალებადი ნივთიერებები;
4.3 კლასი - ნივთიერებები, რომლებიც წყალთან შეხებისას გამოყოფენ ადვილად აალებად აირებს;
5.1 კლასი - დამჟანგველი ნივთიერებები;
5.2 კლასი - ორგანული პეროქსიდები;
6.1 კლასი - შხამიანი ნივთიერებები;
6.2 კლასი - ცხოველური გადამუშავების ნარჩენი პროდუქტები და ინფექციური ნივთიერებები;
7 კლასი — რადიოაქტიური მასალები;
8 კლასი — კოროზიული ნივთიერებები;
კლასი 9 - სხვა საშიში ნივთიერებები.
ტვირთგამგზავნი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით მოქმედებს საკუთარი ან ტვირთის მფლობელის სახელით და მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.
ტვირთმიმღები
პირი, რომელსაც ტვირთგამგზავნის მითითებით უნდა გადაეცეს ტვირთი დანიშნულების პუნქტში. ის არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა, იძენს გარკვეულ უფლებებს და ეკისრება მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ტვირთგამგზავნის მიერ გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულებით.
ტვირთის გაბარიტები
ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები
გაბარიტული ტვირთი
ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც არ აღემატება ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.
არაგაბარიტული ტვირთი
ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც აღემატება ტრანსპორტირებისთვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შეუძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.
ნეტო წონა
ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე
ბრუტო წონა
ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით
აუცილებელია თუ არა ტვირთის შეფუთვა?
დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვასდა/ან პალეტირებას, რაც გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს.
მოცულობითი წონა
ეს არის სიდიდე, რომელიც აჩვენებს თუ რამდენ ადგილს დაიკავებს თვითმფრინავში ესა თუ ის ტვირთი მისი სიმკვრივის შესაბამისად. უნდა გაირკვეს რომელი უფრო მეტია - წონა თუ მოცულობითი წონა. ფასი გამოითვლება უფრო დიდი მაჩვენებლის მიხედვით. მოცულობითი წონის გამოსათვლელად გამოიყენება შემდეგი ფორმულა: მოცულობითი წონა = სიგრძე x სიგანე x სიმაღლე (სმ-ში) / 6000 .
საქონლის გადაზიდვისას საჭირო დოკუმენტაცია:
1. გადაზიდვის გაფორმებისათვის:
ტვირთგამგზავნის წერილი საჰაერო სატრანსპორტო ზედნადების (AWB) გაცემის ინსტრუქციით;
AWB - Air Way Bill (AWB) - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულების არსებობას ტვირთგამგზავნსა და გადამზიდველს შორის (ავიაკომპანიას ან ავიაკომპანიის აგენტს შორის) გადამზიდველის ავიახაზებით ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ეს დოკუმენტი თან ახლავს ტვირთებს, რომლებიც იგზავნება საერთაშორისო გადამზიდველის მიერ, მოიცავს გაგზავნის შესახებ ინფორმაციას და გვაძლევს გადაზიდვების მეთვალყურეობის საშუალებას. ტვირთმიმღებს აქვს რამდენიმე ასლი, რათა გადაზიდვაში მონაწილე მხარეებმა შეძლონ ამის დოკუმენტირება.
MAWB (Master Air Waybill) - (ძირითადი ან მთავარი ზედნადები) ატარებს სერიულ ნომერს ავიაკომპანიის პრეფიქსით და მას ანიჭებს თავად ავიაკომპანია. ეს ზედნადები მიუთითებს იმ ქვეყნების აგენტების სახელებსა და მისამართებს, საიდანაც იგზავნება ტვირთი და სადაც ჩადის ის.
HAWB (House Air Waybill) - (შინაური ან შიდა ზედნადები). ატარებს სერიულ ნომერს HAWB პრეფიქსით, რომელსაც ანიჭებს თავად აგენტი. ეს ზედნადები მიუთითებს ყველა ინფორმაციას გამგზავნისა და მიმღების შესახებ თანდართული ინვოისის მიხედვით;
გამგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე- SHIPPER’S DECLARATION FOR DANGEROUS GOODS; ;
გამგზავნის სერთიფიკატი ცოცხალი ცხოველების გადაზიდვაზე-SHIPPER’S SERTIFICATION FOR LIVE ANIMALS;
უსაფრთხოების დეკლარაცია. SECURITY DECLARATION.2. სარეისო დოკუმენტაცია
-სატვირთო მანიფესტი- CARGO MANIFEST;
- საჰაერო ტვირთების ტრანსფერის მანიფესტი; Air Cargo Transfer Manifest;
- შემაჯამებელი ჩატვირთვის უწყისი LOADSHEET / LOADMESSAGE (LDM);
- სპეციალური ტვირთები - ინფორმაცია გემის კაპიტანისათვის Special – Load – Notification to Captain (NOTOC);
- დატვირთვის ინსტრუქცია- ანგარიში-Loading Instruction / Report.3. სასაწყობო დოკუმენტაცია
- ტვირთების მიღებისა და გაგზავნის რეგისტრაციის ჟურნალები;
- საქონლის ჩამოსვლისა და გაცემის რეგისტრაციის ჟურნალები და ა.შ.4. გაუმართაობების გაფორმებისათვის
- მიუწოდებლობის / გაუცემლობის აქტი - აქტი გაუმართაობის შესახებ, Notice of NON-Delivery-Irregularity Report (IRP);
- აქტი ტვირთის დაზიანების შესახებ- Cargo-Damage Report (CDR);
- კომერციული აქტი;
- დაზიანებული ტვირთის შემოწმების აქტი.
ETD
ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.
ETA
ტრანსპორტის ჩამოსვლის სავარაუდო დრო.
დამატებითი მოსაკრებლები ჩასვლის ადგილზე
არსებობს შემდეგი სახის მოსაკრებლები: აეროპორტის, საწყობის, საბაჟოს, სახელმწიფო და მიწოდების მოსაკრებლები.
გადახდის პროცესი
ყოველი გადაზიდვის შემდეგ ჩვენი კომპანია გამოგიგზავნით ინვოისს, რომლის მიხედვითაც თქვენ გადაიხდით შესაბამისს შესაბამისი თანხა ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე და შემდეგ გამოგვიგზავნით საგადასახადო დავალებას.