სარკინიგზო გადაზიდვები

ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვამ ბოლო დროს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მეწარმეებში, რადგანაც მას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ტრანსპორტის სხვა სახეობებთან შედარებით:

  • ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების რისკი ნაკლებია, ვიდრე გემებით ან სატვირთო ფურგონებით გადაზიდვისას
  • საქონელი აზიიდან ევროპაში საშუალოდ ორჯერ უფრო სწრაფად ჩადის ვიდრე ზღვით.
  • სასიამოვნო ფასები მიწოდების ღირებულებისათვის.


რკინიგზით ხშირად გადააქვთ არაგაბარიტული ტვირთის დიდ პარტიები: ხე-ტყე, მადანი, ქვანახშირი და ა.შ. მაგრამ ამ ტიპის ტრანსპორტირება ასევე სასარგებლოა მცირე მოცულობებისთვისაც, რადგანაც შესაძლებელია მათი კონსოლიდაცია ერთ სატვირთო პარტიაში.

სარკინიგზო გადაზიდვა

ეს არის ტვირთისა და მგზავრების გადაყვანა სახმელეთო ტრანსპორტით სარკინიგზო ლიანდაგზე.

სარკინიგზო გადაზიდვის ღირებულება

სარკინიგზო ტარიფის გაანგარიშება ემყარება რამდენიმე მაჩვენებელს:
• ტვირთის მახასიათებლები;
• მანძილი და მარშრუტი;
• გამოყენებული ვაგონების ტიპი (მარცვლეულის მატარებლების, ნახევარ- ვაგონების, რეფების ფასები განსხვავდება);
•  სარკინიგზო კომპანიების მომსახურების ტარიფი.
არ უნდა დაგავიწყდეთ საქონლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დამატებითი მომსახურებები რკინიგზით მიწოდების ფასზე გავლენას ახდენს დატვირთვის სამუშაოების ღირებულება, დოკუმენტაციის გაფორმების და შეკვეთის თანმხლები სხვა მომსახურებების ღირებულებები. ასევე, ტრანსპორტირების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს სეზონის მიხედვით.

ტვირთის სახეები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას გადაიტანოთ სატვირთო სარკინიგზო ტრანსპორტით:

ნაყარი ტვირთი - ტვირთი, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი ნაჭრებისგან, მარცვლებისგან, ნაწილაკებისგან. მათ ახასიათებთ სიფხვიერე, რაც განსაზღვრავს კონტეინერის ჰერმეტულობის მოთხოვნებს გადმოყრის თავიდან ასაცილებლად. ამ ტიპის ყველაზე პოპულარული ტვირთი არის მარცვლეული, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება სპეციალიზებული ვაგონებით.

ჩასასხმელი ტვირთი - თხევადი ტვირთი, რომლის გადაზიდვა ხდება ცისტერნებით, ავზ-კონტრეინერებით, ბუნკერული ნახევარ-ვაგონებით. ისინი განსხვავდებიან მათი ძირითადი თვისებების გამოხატულობით: სიბლანტე, გაციებისას გამაგრება, აალებადობა, აგრესიულობა ლითონის მიმართ და ა.შ. გამაგრება იწვევს ზოგიერთი სახის თხევადი ტვირთების გაცხელების აუცილებლობას შევსებამდე და გადმოსხმამდე.

საშიში ტვირთი- ეს არის ნივთიერებები და მასალები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გარემოს, გამოიწვიონ აფეთქებები, ხანძარი და ტრანსპორტის, შენობებისა და ნაგებობების დაზიანება, ასევე ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვა. განსაკუთრებით საშიშ ტვირთებს განეკუთვნება გადამუშავებული ბირთვული საწვავი (გბს) ატომური ელექტროსადგურებიდან. გბს-ს სატრანსპორტო ვაგონები გამოირჩება უკიდურესი სიმტკიცით, და შეუძლიათ აიტანონ დატვირთვები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფების დროს.

ადვილად წვადი ტვირთი - ბამბა, ჭვარტლი, გოგირდი, თივა და ა.შ. - ყველაფერი, რაც ადვილად იწვის. საჭიროებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას. აკრძალულია ამ ტიპის ტვირთების გადაზიდვა არაჰერმეტული ვაგონებითა და კონტეინერებით. ვაგონები მზადდება განსაკუთრებულად საფუძვლიანად ბამბის ბოჭკოს, ბამბის, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის ტრანსპორტირებისთვის.

მიყინვადი ტვირთი - ტვირთი (მადანი, ქვანახშირი, კოქსი, ქვიშა, ფლიუსები და ა.შ.), რომელთა ცალკეული ნაჭრები დაბალ ტემპერატურაზე ერთმანეთს მიეყინება და და მეიყინება ვაგონის იატაკსა და კედლებს. მიყინვის თავიდან ასაცილებლად და გადმოტვირთვის გასაადვილებლად, ამ ტვირთებს ზოგჯერ უმატებენ ტენიანობის შთანმთქმელ ნივთიერებებს (მაგალითად, ჩაუმქრალი კირი), და აგრეთვე ნივთიერებები, რომლებიც წარმოქმნიან წყალთან შეერთებისას ხსნარებს დაბალი გაყინვის წერტილით (სუფრის მარილი, კალციუმის ქლორიდი). მიყინული ქვანახშირი პრობლემაა თბოელექტროსადგურებისთვის, სადაც ვაგონების გადმოტვირთვა ზამთარში დიდ შრომით დანახარჯებს მოითხოვს.

მძიმეწონიანი ტვირთი - ტვირთი, რომლის მასაც აღემატება ტვირთის ჩატვირთვისა და დამაგრების ტექნიკური პირობებით დაშვებულ მნიშვნელობებს. მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა ძირითადად ხდება ტრანსპორტერების საშუალებით. ტრანსპორტერი არის მოძრავი შემადგენლობის ერთგვარი ტიპი 500 ტონამდე ტვირთამწეობით. ტრანსპორტერები შედიან რუსეთის რკინიგზის სპეციალურ პარკში.

შედიან რუსეთის რკინიგზის სპეციალურ პარკში. მალფუჭებადი ტვირთები -ეს არის საქონელი, რომელიც ტრანსპორტირებისას საჭიროებენ დაცვას მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან, სინათლისგან, ტრანსპორტირებისას საჭიროებენ სპეციალურ მომსახურებას (გაგრილება, გათბობა, ვენტილაცია). მალფუჭებადი ტვირთებისათვის გამოყენებული ტარა (კასრები, ბიდონები, ყუთები და ა.შ.) უნდა იყოს სუფთა, გამართული, და საიმედოდ უზრუნველყოფდეს ტვირთების უსაფრთხოებას. ტვირთებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰაერის მუდმივი წვდომა, ტარას უნდა ჰქონდეს ღიობები, გაყინული პროდუქტებისთვის ის უნდა იყოს მჭიდრო. თითოეული სატვირთო ადგილი მარკირებულია.

საკარანტინო ტვირთები -ეს არის ტვირთები, რომლებიც პოტენციურად ექვემდებარებიან მავნებლების, მცენარეების დაავადებების და სარეველებით ინფიცირებას. მათ განეკუთვნებათ თესლი და სარგავი მასალა, ბოსტნეული, ყავის მარცვლები, თამბაქოს ნედლეული, ნედლეული შაქარი, ხის მერქანი და ა.შ.

ვაგონების ტიპები, რომლებიც გამოიყენება სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვებში:

- დახურული;
- პლატფორმები;
- სპეციალიზებული;
- ცისტერნები;
- იზოთერმული;
- ტრანსპორტერები;

სარკინიგზო ზედნადები

გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია წერილობითი ფორმით რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, რომელიც თან ახლავს ტვირთს მთელ მარშრუტზე და შეიცავს ტვირთის შესახებ მონაცემებს.

სარკინიგზო სატვირთო მანიფესტი

ეს არის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის შესახებ განზოგადებული მონაცემები, თავად სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა ამ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, მახასიათებლები და მარშრუტი.

რა ინფორმაცია უნდა წარადგინოთ ტვირთის შესახებ ტვირთის გადაზიდვის განსახორციელებლად:

უნდა წარმოადგინოთ შეფუთვის ფურცელი, ტვირთის მოცულობა, წონა და ზომები, გადაზიდვის პირობები, ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ.

ზოგადი ტვირთი - (ინგლისურად "general cargo")

ეს არის ნებისმიერი ცალობრივი ტვირთი შეფუთვაში ან მის გარეშე, რომლის გადაზიდვაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებებით ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და თავად გადაზიდვისათვის სპეციალური პირობების ორგანიზების გარეშე.

საშიში ტვირთი (dangerous goods ან hazardous materials) -

ეს არის ტვირთი. რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ან/და გარემოს, ასევე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება მისი გადაზიდვა. საშიში ტვირთები- ეს არის ტვირთების ის კატეგორია, რომლების ტრანსპორტირებაც ან აკრძალულია, ან მათი გადაზიდვისათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები ან უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. ეს ტვირთები ტრანსპორტირებისას საჭიროებენ სპეციალური დოკუმენტაციის შევსებასა და შეფუთვას.

მალფუჭებადი ტვირთი

მალფუჭებადს განეკუთვნება ტვირთები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში, ე.ი. სათანადო გაცივებისა და ოპტიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების გარეშე ადვილად ფუჭდებიან და ამიტომ საჭიროებენ ტრანსპორტირების განსაკუთრებულ პირობებს.

ტვირთგამგზავნი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით მოქმედებს საკუთარი ან საქონლის მფლობელის სახელით და მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.

ტვირთმიმღები

პირი, რომელსაც ტვირთგამგზავნის მითითებით უნდა გადაეცეს ტვირთი დანიშნულების პუნქტში. ის არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა, იძენს გარკვეულ უფლებებს და ეკისრება მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ტვირთგამგზავნის მიერ გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულებით.

ტვირთის გაბარიტები

ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები.

გაბარიტული ტვირთი

ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც არ აღემატება ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

არაგაბარიტული ტვირთი

ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც აღემატება ტრანსპორტირებისთვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შეუძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.

ნეტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა

ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

აუცილებელია თუ არა ტვირთის შეფუთვა?

დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტირებას, რაც გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს.
გზავნილის მოცულობითი წონა (გაბარიტული წონა) -ეს არის გამოთვლილი სიდიდე, რომელიც ასახავს ტვირთის სიმკვრივეს. როგორც წესი, ნაკლებად მკვრივი საგანი მეტ მოცულობით სივრცეს იკავებს, ვიდრე იმავე წონის მკვრივი საგანი. მოცულობითი წონა გამოითვლება და დარდება გზავნილის რეალურ წონასთან, რათა დადგინდეს რომელი მნიშვნელობა უფრო მეტია. უფრო დიდი მნიშვნელობა გამოიყენება გზავნილის ღირებულების გამოსათვლელად.

ტვირთების კონსოლიდაცია

ეს არის საწყობში საქონლის დახარისხებისა და დაგროვების, ერთი და იგივე მარშრუტით გასაგზავნი საქონლის შეკრებისა და ფორმირების პროცესი.

ETD

ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.

ETA

ტრანსპორტის ჩასვლის სავარაუდო დრო.

გადახდის პროცესი

ყოველი გადაზიდვის შემდეგ ჩვენი კომპანიისგან იგზავნება ინვოისი, რომლის მიხედვითაც თქვენ გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადასახადო დავალებას.