აზღვაო ტვირთგადაზიდვებისთვის გამოიყენება ლითონის კონტეინერები 40 და 20 ფუტის სიგრძით (6 და 12 მეტრი, შესაბამისად). სწორედ კონტეინერები უზრუნველყოფენ საერთაშორისო კომერციული ვაჭრობის 70%-ზე მეტს. ზოგადი ტვირთების გარდა, სპეციალური ტიპის კონტეინერებით შესაძლებელია როგორც საშიში ნივთიერებების გადაზიდვა (ნახშირწყალბადები, ქიმიკატები და ა.შ.), ასევე ნაყარი ტვირთისაც (ხორბალი, ფქვილი, პირუტყვის საკვები და ა.შ.).
საზღვაო გადაზიდვის სახეები
საზღვაო გადაზიდვების ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ ფორმატზე, მანძილსა და ტვირთის ტიპზე.
საზღვაო გადაზიდვები
ეს არის ტვირთებისა და მგზავრების გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება გემებზე საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტებით.
საზღვაო გადაზიდვის ღირებულება
ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ფასი დამოკიდებულია როგორც თავად შეკვეთაზე - მაგალითად, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უფრო ძვირია- ასევე სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა: მარშრუტი, მანძილები, არჩეული საზღვაო ხაზი. ასევე არსებობს მთელი რიგი არა აშკარა კატეგორიები, რომლებიც გავლენას ახდენენ ღირებულებაზე:
1. კონტეინერის ბრუნვის ფასი. დამკვეთი იხდის არა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისთვის საზღვაო ხაზის კონტეინერში, არამედ მისო მფლობელთან დაბრუნებისთვისაც. თუ კონტეინერი უკანა გზაზე ცარიელი გადაიტანება, ეს გაზრდის მისი დაქირავების ღირებულებას.;
2. დამატებითი გადასახადები საზღვასო ხაზებისგან მაღალ-მოთხოვნად სეზონზე, საწვავის გაძვირების გამო, და ა.შ.
3. დამატებითი მომსახურებები. გადაზიდვის ორგანიზაცია მოიცავს არა მხოლოდ უშუალო მიწოდებას A პორტიდან B პორტამდე. რაც მეტია დამატებითი მომსახურებები (დატვირთვის სამუშაოები, განბაჟება, დაზღვევა და ა.შ.), მით მეტი იქნება ჯამური თანხა.
FCL (Full Container Load)
ეს არის ტვირთის ტრანსპორტირების ფორმატი, როდესაც კონტეინერის მთელი მოცულობა ივსება მხოლოდ ერთი დამკვეთის საქონლით ან ნედლეულით.
გადაზიდვების უპირატესობებია:
საქონლის დიდი პარტიის გადაზიდვის შესაძლებლობა;
• კონტეინერის დალუქვა თქვენი პარტიის ჩატვირთვისთანავე;
• სატრანზიტო დრო LCL-თან შედარებით გაცილებით მოკლეა, რადგანაც არ არის საჭირო
• გადაზიდვამდე სხვა დამკვეთების ტვირთების კონსოლიდაციის ლოდინი.
LCL (Less Container Load)
ტვირთების გადაზიდვა სხვადასხვა გამგზავნებისგან ერთი (კოლექტიური) კონტეინერის შემადგენლობაში. ამ გზით იგზავნება მცირე ზომის სასაქონლო პარტიები, რომლებიც არ იკავებენ კონტეინერის მთელ სივრცეს. დამკვეთი იხდის არა მთლიანი კონტეინერის ქირას, არამედ მხოლოდ მასში მდებარე ადგილისას. ნაკრები ტვირთების გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად თითოეული კლიენტისთვის, პარტიის გაბარიტებისა და წონის მიხედვით.
ტრანსპორტირება რეფრიჟირატორებით
ტვირთის გადაზიდვა რეფრიჟირატორული (მაცივრიანი) კონტეინერებით უზრუნველყოფს მალფუჭებადი საქონლის უსაფრთხოებას მგზავრობისას.
მაცივარ-კონტეინერების საშუალებით შესაძლებელია შემდეგის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება:
• ხორცი და თევზი;
• ახალი ბოსტნეული და ხილი;
• მცენარეები;
• სამედიცინო პრეპარატები;
• გარკვეული სახის ქიმიკატები.
ნაყარი ან ჩასასხმელი ტვირთების გადაზიდვა
ჩასასხმელი, ნაყარი, ასევე გაზისებრი ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება სხვადასხვა სახის საზღვაო ტრანსპორტი: ბალკერები, ტანკერები, გაზ-მატარებლები. ასევე, ასეთი ტვირთების ტრანსპორტირება შესაძლებელია სპეციალურ კონტეინერებში - ფლექსიტანკებში. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები და მოთხოვნები ასეთი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. თუ რაიმე სახის ჩასასხმელი ან ნაყარი ტვირთის გადაზიდვა გჭირდებათ, მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს და ჩვენ შეგირჩევთ ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელ და მომგებიან ტიპს.
საზღვაო გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტები:
კონოსამენტი, საზღვაო ზედნადები, სანავიგაციო ქვითარი, შეფუთვის ფურცელი, ნავსადგურის ქვითარი.
კონოსამენტი
ტვირთის საზღვაო მარშრუტზე თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ასეთი საბრუნავი დოკუმენტი ადასტურებს საქონელზე საკუთრების უფლებას და წარმოადგენს ვაჭრობის საგანს.
საზღვაო ზედნადები – ადასტურებს გემის ბიორტზე ტვირთის მიღებას და გადამზიდველსა და მიმღებს შორის ხელშეკრლების არსებობას. ეს დოკუმენტი არ არის ტვირთის თანმხლები დოკუმენტი, და ქვეყნიდან გამომდინარე მას შეიძლება ჰქონდეს დასახელებები: ტვირთის ქვითარი, ხაზის ზედნადები, არასაბრუნავი კონოსამენტი და ა.შ.).
ნავიგატორის ქვითარი
ადასტურებს ბორტზე საქონლის მიღებას. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს ტვირთის კონოსამენტი და წინასწარი შეთანხმება ორივე მხარის მიერ, საზღვაო გადაზიდვისას ნავიგაციის ქვითარი შეიძლება მოქმედებდეს როგორც ტვირთის თანმხლები დოკუმენტი. ასეთ დოკუმენტს გასცემს კაპიტნის თანაშემწე მხოლოდ ტვირთის გემზე მიღების შემდეგ.
შეფუთვის ფურცელი
ტვირთის თანმხლები დოკუმენტი, რომელიც მოქმედებს როგორც ანგარიშფაქტურის დამატება. როგორც წესი, ამ დოკუმენტში მითითებულია: ტვირთის პოზიციების საერთო სია, ადგილის ნომერი, წონა და ა.შ.
ნავსადგურის ქვითარი – გადაეცემა ტვირთგამგზავნს გადამზიდველს მიერ ნავსადგურში ტვირთის მიღებისას. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შესაძლებელია ტვირთის მომზადება საერთაშორისო გადაზიდვისთვის.
რა ინფორმაცია უნდა წარადგინოთ ტვირთის შესახებ ტვირთის გადაზიდვის განსახორციელებლად:
უნდა წარმოადგინოთ შეფუთვის ფურცელი, ტვირთის მოცულობა, წონა და ზომები, გადაზიდვის პირობები, ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ.
ზოგადი ტვირთი - (ინგლისურად "general cargo") - ეს არის ნებისმიერი ცალობრივი ტვირთი
შეფუთვაში ან მის გარეშე, რომლის გადაზიდვაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებებით ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და თავად გადაზიდვისათვის სპეციალური პირობების ორგანიზების გარეშე. и
საშიში ტვირთი (dangerous goods ან hazardous materials)
ეს არის ტვირთი. რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ან/და გარემოს, ასევე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება მისი გადაზიდვა. საშიში ტვირთები- ეს არის ტვირთების ის კატეგორია, რომლების ტრანსპორტირებაც ან აკრძალულია, ან მათი გადაზიდვისათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები ან უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით. ეს ტვირთები ტრანსპორტირებისას საჭიროებენ სპეციალური დოკუმენტაციის შევსებასა და შეფუთვას.
მალფუჭებადი ტვირთი
მალფუჭებადს განეკუთვნება ტვირთები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში, ე.ი. სათანადო გაცივებისა და ოპტიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნების გარეშე ადვილად ფუჭდებიან და ამიტომ საჭიროებენ ტრანსპორტირების განსაკუთრებულ პირობებს. ტვირთგამგზავნი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით მოქმედებს საკუთარი ან საქონლის მფლობელის სახელით და მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.
ტვირთმიმღები
პირი, რომელსაც ტვირთგამგზავნის მითითებით უნდა გადაეცეს ტვირთი დანიშნულების პუნქტში. ის არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეს, თუმცა, იძენს გარკვეულ უფლებებს და ეკისრება მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ტვირთგამგზავნის მიერ გადამზიდველთან დადებული ხელშეკრულებით.
ტვირთის გაბარიტები
ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები.
ტვირთის გაბარიტები
ეს არის ტვირთის სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, და წონა. არსებობს გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთები.
გაბარიტული ტვირთი
ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც არ აღემატება ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.
არაგაბარიტული ტვირთი
ეს არის ტვირთი, რომლის გაბარიტებიც აღემატება ტრანსპორტირებისთვის დასაშვებ ზომებს და საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ ნორმებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგაბარიტული ზომა- ეს არის ტვირთვის ისეთი ზომა, რომელიც შეუძლებელია განთავსდეს სტანდარტულ სატრანსპორტო საშუალებაში.
ნეტო წონა
ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.
ბრუტო წონა
ტვირთის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.
აუცილებელია თუ არა ტვირთის შეფუთვა?
დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტირებას, რაც გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს.
გზავნილის მოცულობითი წონა (გაბარიტული წონა)
ეს არის გამოთვლილი სიდიდე, რომელიც ასახავს ტვირთის სიმკვრივეს. როგორც წესი, ნაკლებად მკვრივი საგანი მეტ მოცულობით სივრცეს იკავებს, ვიდრე იმავე წონის მკვრივი საგანი. მოცულობითი წონა გამოითვლება და დარდება გზავნილის რეალურ წონასთან, რათა დადგინდეს რომელი მნიშვნელობა უფრო მეტია. უფრო დიდი მნიშვნელობა გამოიყენება გზავნილის ღირებულების გამოსათვლელად.
ტვირთების კონსოლიდაცია
ეს არის საწყობში საქონლის დახარისხებისა და დაგროვების, ერთი და იგივე მარშრუტით გასაგზავნი საქონლის შეკრებისა და ფორმირების პროცესი.
ETD
ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.
ETA
ტრანსპორტის ჩასვლის სავარაუდო დრო.
გადახდის პროცესი
ყოველი გადაზიდვის შემდეგ ჩვენი კომპანიისგან იგზავნება ინვოისი, რომლის მიხედვითაც თქვენ გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადასახადო დავალებას.